ლარში სესხების რაოდენობა იზრდება

ლარში სესხების რაოდენობა იზრდებაკომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების მოცულობა 2017 წლის აგვისტოში, წინა თვესთან შედარებით 183.7 მილიონი ლარით გაიზარდა და მიმდინარე წლის პირველი სექტემბრისათვის, 19.2 მილიარდი ლარი შეადგინა. ეროვნული ბანკის სტატისტიკით,ამავე პერიოდში, ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 79.8 მილიონი ლარით გაიზარდა.

იურიდიული პირებისათვის 2017 წლის აგვისტოს ბოლოს, კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 2.2 მილიარდი ლარის, ხოლო უცხოური ვალუტით 6.1 მილიარდი ლარის მოცულობის სესხი.

მიმდინარე წლის პირველი სექტემბრისათვის მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 41.77 პროცენტი შეადგინა. პირველი აგვისტოს მდგომარეობასთან შედარებით, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, მთლიანი სესხების ლარიზაცია 0.28 პროცენტული პუნქტით გაიზარდა.

იმედინიუსი