მარნეულის ზეთის ქარხანაში ხანძარი ჩააქრეს

მარნეულის ზეთის ქარხანაში ხანძარი ჩააქრესმარნეულის შესასვლელში ცენტრალური მაგისტრალის მიმდებარე ტერიტორიაზე მეორადი ტექნიკური ზეთის გადამამუშავებელ საწარმოში გაჩენილი ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია. ხანძრის ლიკვიდაციას მარნეულისა და კოდის ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის სამი ბრიგადა აწარმოებდა.

წინასწარი ინფორმაციით, ცეცხლი ტექნიკური ზეთის ავზებს წაეკიდა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ინტერპრესნიუსი