მარსელომ შესაძლოა ერთი თვე გამოტოვოს

მარსელომ შესაძლოა ერთი თვე გამოტოვოსმადრიდის რეალის ბრაზილიელმა მცველმა მარსელომ შესაძლოა ტრავმის გამო ერთი თვე გამოტოვოს. მარსელომ ტრავმა ბეტისთან შეხვედრის დროს მიიღო, რომელიც რეალმა 0:1 წააგო. ჯერჯერობით ზუსტი თარიღი ცნობილი არ არის, თუ როდის დაბრუნდება მარსელო, მაგრამ მინიმუმ ორი კვირის მანძილზე ის მოედანზე გამოსვლას ვერ შეძლებს.

რეალის ბრაზილიელი მცველი საკმაოდ იშვიათად იღებს ტრავმებს და რეალში ყოფნის დროს ის მხოლოდ რამდენჯერმე იმყოფებოდა გუნდის ლაზარეთში. ამჯერად მარსელოს შესაძლოა ერთვიანი იძულებითი პაუზა გამოუვიდეს.