მექსიკაში მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობამ 90-ს მიაღწია

მექსიკაში მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობამ 90-ს მიაღწიამექსიკაში მომხდარი უძლიერესი მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობამ 90-ს მიაღწია. ამის შესახებ ქვეყნის შსს იუწყება.
– მათგან 71 ადამიანი ოახაკას შტატიდანაა, 15 – ჩიაპასადან, 4 – ტაბასკოდან, – ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.
მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულთა რაოდენობა 65 იყო.
მექსიკის სანაპიროებთან 8,2 ნაგნიტუდის სიძლიერის მიწისძვრა 8 სექტემბერს მოხდა.