მექსიკაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 150-ს გადააჭარბა – ვიდეო

მექსიკაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 150-ს გადააჭარბა - ვიდეომექსიკაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 151 ადამიანამდე გაიზარდა. ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” მექსიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საელჩოს მრჩეველმა ნიკოლოზ სახვაძემ განუცხადა.

მექსიკის ქალაქ პუებლა-დე-სარაგოსასთან გუშინ ძლიერი მიწისძვრა მოხდა, რომლის სიმძლავრემ 7,1 მაგნიტუდა შეადგინა. ეპიცენტრი ქალაქიდან 49 კილომეტრში დაფიქსირდა, ხოლო სიღრმემ 60 კილომეტრი შეადგინა.

მეხიკოს სამოქალაქო საქმეთა მინისტრ ფაუსტო ლუგოს ინფორმაციით, მიწისძვრის შედეგად შენობები დაინგრა, რომელთა ნანგრევებში ადამიანები არიან მოყოლილი. მიწისძვრის შედეგად დაიხურა ბენიტო ხუარესის სახელობის მეხიკოს საერთაშორისო აეროპორტი. აეროპორტის ადმინისტრაციის ცნობით, აეროპორტი დახურული იქნება, ვიდრე სრულად ინფრასტრუქტურა არ შემოწმდება.