”ოცნების” წევრმა ”ევროპული საქართველოს” წევრი დაკრძალვაზე სცემა

”ოცნების” წევრმა ”ევროპული საქართველოს” წევრი დაკრძალვაზე სცემა„ევროპული საქართველოს“ წევრების განცხადებით, “ქართული ოცნების” საკრებულოს წევრობის კანდიდატმა “ევროპული საქართველოს” საკრებულოს წევრობის კანდიდატს მარნეულში დაკრძალვაზე სცემა.

პარტიის ინფორმაციით, ფიზიკურ დაპირისპირებას წინ სიტყვიერი შეურაცხყოფა უძღოდა.

“ევროპული საქართველოს” წარმომადგენლების განცხადებით, “ქართული ოცნების” საკრებულოს წევრობის კანდიდატი სოფელ სადახლოში როვშან ისკანდაროვი თანმხლებ პირთან, მარნეულის გამგეობის თანამშრომელთან მუხამედ ალ ბედიევთან ერთად, თავს დაესხა “ევროპული საქართველოს” საკრებულოს წევრობის კანდიდატს, ალი მამედოვს, რომელთან ერთადაც იმამკულიევი იმყოფებოდა.

ნიუპოსტი