რუსთაველზე 4 ადამიანის დაჭრის ფაქტზე 3 პირი დააკავეს

რუსთაველზე 4 ადამიანის დაჭრის ფაქტზე 3 პირი დააკავესთბილისში, რუსთაველის გამზირზე ოთხი ადამიანის დაჭრის ფაქტზე 3 პირი ცხელ კვალზე დააკავეს. ინფორმაცია “ნიუპოსტს” შინაგან საქმეთა სამინისტროშიც დაუდასტურეს.

შეგახსენებთ, რომ წუხელ რუსთაველის გამზირზე რესტორან “მარკო პოლოსთან” ოთხი ახალგაზრდა დანით დაჭრეს.

დაჭრილები საავადმყოფოში არიან მოთავსებული და ერთ-ერთი დაჭრილის მდგომარეობა მძიმეა დანარჩენების სიცოცხლეს კი საფრთხე არ ემუქრება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.