სააკაშვილი ტელეიმედს – ”თქვენ ხართ ივანიშვილის კარის ტელევიზია! თქვენ ისეთი თავისუფლები ხართ, როგორც მე ვარ კიტრი!”

სააკაშვილი ტელეიმედს - ”თქვენ ხართ ივანიშვილის კარის ტელევიზია! თქვენ ისეთი თავისუფლები ხართ, როგორც მე ვარ კიტრი!”ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა და საქართველოს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მატარებელში, რომლითაც ის პოლონეთის დატოვებას და უკრაინაში გამგზავრებას აპირებს, ტელეკომპანია “იმედის” კითხვებს არ უპასუხა.

– ხელები გაწიეთ მე არ ველაპარაკები “იმედს”. არ მაინტერესებს. მე არ ვპასუხობ ოლიგარქების ტელევიზიის კითხვებს. მე ტელეკომპანია “იმედი” მიმაჩნია ივანიშვილის კარის ტელევიზიად, ასე რომ კარგად იყავით… მომიკითხეთ ივანიშვილი, კარგად მეყოლეთ! თქვენ ისეთი თავისუფლები ხართ, როგორც მე ვარ კიტრი, – უთხრა მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია “იმედის” ჟურნალისტს.

მიხეილ სააკაშვილმა ბოლო მომენტში პოლონეთის დატოვება და უკრაინაში წასვლა ავტობუსის ნაცვლად მატარებლით გადაწყვიტა. თუმცა პოლონეთის რკინიგზის ადმინისტრაციამ სააკაშვილს ვაგონის დატოვება მოსთხოვა.

პოლონეთი-უკრაინის საზღვრის უკრაინულ მხარეზე უკვე შეკრებილები არიან სააკაშვილის მხარდამჭერები. ქვეყნის სასაზღვრო სამსახური მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინაში შესვლის შემთხვევაში პასპორტის ჩამორთმევას და პოლონეთში გაბრუნებას აპირებს.

იმედინიუსი