საკულტო სუპერმოდელების დაბრუნება – დონატელა ვერსაჩემ ჩვენება ძმის ხსოვნას მიუძღვნა – ეს შენთვის, ჯანი!

საკულტო სუპერმოდელების დაბრუნება - დონატელა ვერსაჩემ ჩვენება ძმის ხსოვნას მიუძღვნა - ეს შენთვის, ჯანი!“ეს შენთვის ჯანი” – დონალეტა ვერსაჩემ ახალი კოლექცია ძმის, ჯანი ვერსაჩეს ხსოვნას მიუძღვნა.
წელს, 20 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც სახელგანთქმული დიზაინერი ვინმე ენდრუ კიუნენენმა მოკლა,.

ჯანისადმი მიძღვნილი შოუსთვის, 26 წლის შემდეგ, პოდიუმზე გაერთიანდნენ ლეგენდარული სუპერმოდელები . „ოქროს გოგონები,“ „ჯანის გოგოები“ – ასე უწოდებდნენ 90-იანი წლების საკულტო მოდელებს, რომლებიც ჯანი ვერსაჩეს ფავორიტები იყვნენ.

ნაომი კემპბელი, სინდი კროუფორდი, კლაუდია შიფერი, ელენა კრისტენსენი და კარლა ბრუნი, ჯორჯ მაიკლის სიმღერა Freedom-ის ფონზე შოუს დასასრულს ერთად გამოვიდნენ.

ოდის მოყვარულებს აუცილებლად გაახსენდებათ მომენტი 1990-იანებიდან, როდესაც სუპერმოდელები ლინდა ევანგელისტა, კრისტი ტორლინგტონი, სინდი კროუფორდი და ნაომი კემპბელი ვერსაჩეს შოუს ბოლოს ერთად გამოვიდნენ, ასევე სიმღერა Freedom-ის ფონზე. მაშინ მოდის სახლის ხელმძღვანელი ჯერ კიდევ ჯანი ვერსაჩე იყო.

მთელი ჩვენების განმავლობაში დონატელას სიტყვები ისმოდა, რომელიც მისი და ქალების სახელით მადლობას უხდიდა ძმას.

ნიუპოსტი