საქართველოში ელტონ ჯონის კონცერტები ჩაიშალა

საქართველოში ელტონ ჯონის კონცერტები ჩაიშალასაქართველოში ბრიტანელი პოპ და როკ-მუსიკოსის, მომღერლისა და კომპოზიტორის, ელტონ ჯონისა და მისი ბენდის დაგეგმილი კონცერტები გადაიდო.
„ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, 16 და 17 სექტემბერს, შეკვეთილში, „ბლექ სი არენაზე“ დაგეგმილი კონცერტების გადადების გადაწყვეტილება უკვე მიღებულია. ელტონ ჯონის კონცერტი საქართველოში წელს აღარ გაიმართება.
სექტემბერში დაგეგმილი კონცერტების გადადების შესახებ ინფორმაცია ბოლო რამდენიმე დღეა ვრცელდებოდა, რის მიზეზადაც ელტონ ჯონის ჯგუფის ერთ-ერთი წევრის, სტივ ჯონსონის მიერ ხელზე ჩატარებული ოპერაცია სახელდებოდა, თუმცა ინფორმაცია ამ დრომდე „ისთერნ ფრომოუშენში“ არ დაუდასტურებიათ.