სკანდალი პარლამენტში – „ევროპული საქართველოს” წევრებმა სხდომა დატოვეს

სკანდალი პარლამენტში - „ევროპული საქართველოს” წევრებმა სხდომა დატოვეს”ევროპული საქართველოს” წევრებმა საკონსტიტუციო ცვლილებების მესამე მოსმენისას პროტესტის ნიშნად პარლამენტის სხდომა დატოვეს.
როგორც ”ევროპული საქართველოს” წევრები აცხადებენ, საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის პროცესი არის ფარსი და ისინი ამ ფარსში მონაწილეობას არ აპირებენ.
– თქვენ ქმნით სამარცხვინო ფურცელს საქართველოს ისტორიაში. თქვენ იმსახურებთ, რომ ამ ფარსში მარტო დარჩეთ. ”ევროპული საქართველო” ტოვებს ამ სხდომას, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.