სპერმის 57 წლის დონორი თავის 19 ბიოლოგიურ შვილს შეხვდა

სპერმის 57 წლის დონორი თავის 19 ბიოლოგიურ შვილს შეხვდა57 წლის ამერიკელი, მხატვარი მაიკლ რუბინო, 30 წლის იყო, როდესაც სპერმის დონორობა და უშვილო ოჯახების დახმარება გადაწყვიტა. ახლა კი თავის 19 შვილს შეხვდა, რომლებიც მისი სპერმის გამოყენებით ხელოვნური განაყოფიერებით დაიბადნენ.
სპერმის დონორისა და მისი 19 შვილის ისტორიის შესახებ Inside Edition-ი ყვება.
როგორც ფინანსურ სარგებელზე მეტად, სპერმის დონორობით მას უშვილო წყვილების დახმარება სურდა. დონორიბისთვის აუცილებელი ანკეტის შევსებისას, მან ჩაწერა, რომ უფლებას აძლევდა მშობლებს, ბავშისთვის მისი მონაცემები მიეწოდებინათ, იმ შემთხვევაში თუკი მათ სიმართლის თქმა, ბავშვს კი ბიოლოგიური მამის გაცნობა მოუნდებოდა.
მაიკლის ბიოლოგიურ შვილებს შორის ყველაზე უფროსი 21 წლისა, ხოლო უმცროსი -16 წლის აღმოჩნდა. 19 შვილიდან კი 11-ს მამის მსგავსი ცისფერი თვალები აქვს.

ნიუპოსტი