სტამბოლის სასამართლოში ორმა ჯგუფმა ერთმანეთი დაცხრილა

სტამბოლის სასამართლოში ორმა ჯგუფმა ერთმანეთი დაცხრილასტამბოლში, ჩანგლაინის რაიონის სასამართლოს შენობაში უცნობმა პირებმა ცეცხლი გახსნეს.

Hurriyetdailynews-ის ცნობით, ორმა შეიარაღებულმა დაჯგუფებამ ცეცხლი ერთმანეთს გაუხსნა.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დაშავებულია ერთი ადამიანი. გამოცემის თანახმად, სამართალდამცავებმა მომხდართან დაკავშირებით 20 ადამიანი დააკავეს.

არსებობს ინფორმაცია, რომ აღნიშნული ჯგუფები ერთმანეთთან ადრეც იყვნენ დაპირისპირებულები.