სტიქია მესტიაში – დაზიანდა მშენებარე ჰესი, წაღებულია გზები და ხიდები

 სტიქია მესტიაში - დაზიანდა მშენებარე ჰესი, წაღებულია გზები და ხიდებიმესტიაში სტიქიას ებრძვიან. მდინარეების ენგურის, კოლხურას, დოლურას და მესტიაჭალას ადიდების შედეგად, წაღებულია გზები და ხიდები. ადგილობრივები სასმელი წყლის გარეშე არიან დარჩენილი.

გარდა ამისა, მდინარე ენგურის ადიდების გამო მშენებარე ჰესი მესტია- ჭალა 1 დაზიანდა.

როგორც “ნიუპოსტს” „საქართველოს განახლებადი ენერგიის კომპანიიდან” აცნობეს, ჰესი სამშენებლო სამუშაოებს უახლოეს დღეებში გააგრძელებს.

– მესტიაში უხვმა ნალექმა მდინარეების, მათ შორის ენგურისა და მესტიაჭალას ადიდება გამოიწვია, რის შედეგადაც მესტია-ჭალა 1 ჰესის სამშენებლო მოედნის ნაწილი დაიტბორა.კომპანიის მხრიდან ოპერატიული რეაგირება მოხდა. ამჟამად სამშენებლო მოედანზე წყალი იკლებს და სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება. ჰესის სამშენებლო სამუშაოები უახლოეს დღეებში გაგრძელდება, – აცხადებენ კომპანიაში.