ტანზანიელმა გულშემატკივარმა ტოტალიზატორში ცოლი წააგო

ტანზანიელმა გულშემატკივარმა ტოტალიზატორში ცოლი წააგოთუკი თქვენს მეუღლეს აზარტული თამაშები იზიდავს ან უბრალოდ ფეხბურთი უყვარს, ფრთხილად იყავით. ან შეეცადეთ, ეს ისტორია არ წაიკითხოს.

ტანზანიაში, ფეხბურთის გულშემატკივარმა ფსონად ცოლი ჩამოვიდა და წააგო.

როგორც გაირკვა, დარ ეს სალამის დერბიზე, ორმა გულშემატკივარმა მინი ტოტალიზატორი მოაწყო. ერთმა „სიმბას“ გამარჯვებაზე დადო ფსონი, მეორემ კი „ახალგაზრდა აფრიკელებზე“ (ცნობილია, როგორც „იანგა“).

ფსონი კი, დამარცხებული გუნდის გულშემატკივრის მიერ, გამარჯვებულისთვის ცოლის დათმობას გულისხმობდა.

გულშემატკივრებმა წერილობითი შეთანხმება დადეს, რომელიც ხელმოწერილი და ნოტარიულად დამოწმებული იყო.

თამაში „სიმბას“ გამარჯვებით დასრულდა. ხელშეკრულების შესაბამისად, „სიმბას“ გულშემატკივარმა „იანგას“ გულშემატკივრის ცოლი მოიგო, თუმცა როგორც გამოცემა „სანი“ იტყობინება, მათ საბოლოოდ ფინანსურ შეთანხმებას მიაღწიეს.

როგორც „სიმბას“ გენერალურმა მდივანმა განაცხადა, ორივე გუნდის გულშემატკივარი ტოტალიზატორის ამ ფორმას ხშირად მიმართავს და ცოლებიც ხშირად წაუგიათ.

ნიუპოსტი