ქეთა თოფურია ყოფილ ქმარს, ლევ გეიხმანს, წერს – “ლევჩიკ, მადლობა შენ ბედნიერებისთვის… მე შენ მიყვარხარ”

ქეთა თოფურია ყოფილ ქმარს, ლევ გეიხმანს, წერს - "ლევჩიკ, მადლობა შენ ბედნიერებისთვის... მე შენ მიყვარხარ"მომღერალი ქეთა თოფურია ყოფილ მეუღლეს ლევ გეიხმანს, ინსტაგრამის პირად გვერდზე ემოციურ პოსტს უძღვნის.
“ლევჩიკ, მადლობა შენ ბედნიერებისთვის, სახელად ოლივია! მე შენ ძალიან მიყვარხარ, მართალია დიდი ხანია ერთად აღარ ვართ, მაგრამ ჩვენ ვართ ოჯახი, ჩვენ ვართ მეგობრები და ეს სამუდამოა. მიყვარხარ!” – წერს “A-Studio”-ს ქართველი სოლისტი.

43 წლის ბიზნესმენი და 29 წლის მომღერალი 4-წლიანი ურთიერთობის შემდეგ რამდენიმე თვის წინ დაშორდნენ ერთმანეთს. მათ ერთი საერთო ქალიშვილი ოლივია გეიხმანი ჰყავთ.

ქეთა და ლევი 2013 წელს დაქორწინდნენ.

შეგახსენებთ, 2017 წლის იანვარში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქეთა თოფურიას უკვე 1 წელია 37 წლის რეპერ გუფთან აქვს რომანი. ჭორები ოფიციალურად არ დადასტურებულა, თუმცა ლევ გეიხმანთან ქორწინებაში მყოფ ქეთა თოფურიას ირგვლივ სკანდალი კარგა ხანს გაგრძელდა და ჭორებმა საბოლოოდ დაუსვა წერტილი წყვილის 4-წლიან ურთიერთობას.

ამბები.გე