ჭვიშტარის ექსკლუზიური რეცეპტი მარგოსგან

ჭვიშტარის ექსკლუზიური რეცეპტი მარგოსგანინგრედიენტები:
სიმინდის ფქვილი – 500 გრამი
კვერცხი – 2 ცალი
ჭყინტი ყველი – 1 კილო და 200 გრამი
რძე, მაწონი
მარილი – გემოვნებით
მომზადება:
წვრილად გაცრილი სიმინდის ფქვილი მოვზილოთ რძესა და მაწონში. ავურიოთ 1 ცალი კვერცხი და ამოვაგუნდავოთ.
გუნდა გავყოთ ორ ნაწილად და ცომის ნახევარი გავაბრტყელოთ გახურებულ ქვის კეცზე და მოვაყაროთ 1 კოლო დაჭყლეტილი ჭყინტი ყველი. დავაფაროთ ზემოდან გაბრტყელებული ცომის მეორე ნახევარი.
ზემოდან მოვასხათ დაჭყლეტილი ყველისა და კვერცხის ნარევი. მოვათავსოთ ღუმელში 160 გრადუსზე, 20 წუთი.
მარგო ზუგდიდელი ქალია, რომელიც ცნობილია როგორც მეგრული კერძების დიდოსტატი.

ლაივპრეს.გე