ჯემალ ჭკუასელს მისი მეგობრების შვილები უჩივიან

ჯემალ ჭკუასელს მისი მეგობრების შვილები უჩივიანანსამბლ “ერისიონის” ხელმძღვანელს სასამართლო დავა ელის ყოფილი მთავარი ქორეოგრაფის რევაზ ჭოხონელიძისა და ორკესტრის ყოფილი ხელმძღვანელის იური გოგოლაურის მემკვიდრეებთან.

ხელოვანების შთამომავლები სასამართლოში საავტორო უფლებების დაცავას აპირებენ.

ორკესტრის ყოფილი ხელმძღვანელის მემკვიდრეები თვლიან, რომ მათი მშობლები ანსამბლმა სათანადოდ არ დააფასა, რადგან ყველა ცეკვა, რომლებიც რევაზ ჭოხონელიძემ დადგა და იური გოგოლაურმა მუსიკალურად გააფორმა დღეს მათი გვარების გარეშე აფიშირდება.

რევაზ ჭოხონელიძემ და იური გოგოლაურმა სიცოცხლეშივე მიმართეს საავტორო უფლებათა ასოციაციას. ანსამბლის ორკესტრის ყოფილი ხელმძღვანელი 21 ფოლკლორული ნაწარმოების არანჟირებისა და მუსიკის ავტორია. რევაზ ჭოხონელიძე კი 35 ცეკვის, მათ შორის „შატილის ასულოს“, “ქალაუს”, “ზეიმი მთაში” და “მარულას” ქორეოგრაფია.

„ერისიონის” ხელმძღვანელის, ჯემალ ჭკუასელისთვის მიუღებელია მისი მეგობრების შვილების ბრალდებები. ჯემალ ჭკუასელი ამტკიცებს, რომ ანსამბლის პროგრამა განახლებულია, ხოლო ძველი ნომრები კოლექტიური მუშაობის შედეგად შეიქმნა.
 ენ პი ეი