13 წლის ბრიტანელი გოგონა 7 ადამიანის ორგანოების დონორი გახდა

13 წლის ბრიტანელი გოგონა 7 ადამიანის ორგანოების დონორი გახდა. ინფორმაციას Вести ავრცელებს.

ექიმების განცხადებით, საკმაოდ იშვიათი შემთხვევაა, როდესაც ერთი ადამიანი რამდენიმე სხვა პირის დონორად შესაფერისი აღმოჩნდა.”ეს აბსოლუტური რეკორდია”,- აცხადებენ ბრიტანელი მედიკოსები.

13 წლის ჯემაიმ ლეიზელის გარდაცვალების მიზეზი ანევრიზმა გახდა. მან გონება საკუთარ სახლში დაკარგა და საავადმყოფოში მიყვანიდან 4 დღეში გარდაიცვალა.

ტრაგედიამდე ცოტა ხნით ადრე, მოზარდმა ოჯახს გამოუცხადა, რომ ორგანოების დონორობა მისთვის მისაღები იყო.

მშობლებმა ის დონორების სიაში  შეიყვანეს. შედეგად, 13 წლის გოგოს გული, წვრილი ნაწლავი, პანკრეასი, ღვიძლი, ორივე თირკმელი და ორივე ფილტვი, სხვა პაციენტებს გადაუნერგეს. ყველა მათგანი გადარჩა.

– ჩვენთვის ეს ძალიან რთული იყო, მაგრამ ვიცით, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ, – განაცხადეს გარდაცვლილი 13 წლის გოგო მშობლებმა.

იმედინიუსი

გააზიარე

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018