5 წლის ბავშვმა უნიტაზში პითონი აღმოაჩინა

5 წლის ბავშვმა უნიტაზში პითონი აღმოაჩინაინგლისის ქალაქ საუთენდში 5 წლის ბავშვმა უნიტაზში 91-სანტიმეტრიანი სამეფო პითონი აღმოაჩინა. ამის შესახებ BBC წერს.

ოჯახმა ცხოველთა მაღაზიიდან დახმარება გამოიძახა. სპეციალისტებმა გველის ამოყვანა მალევე მოახერხეს.

ბავშვის დედის თქმით, რამდენიმე დღის განმავლობაში უნიტაზს პრობლემები ჰქონდა. მასში წყალი ცუდად ირეცხებოდა, თუმცა რატომ, ვერ დაადგინეს.

imedinews.ge