დავით მათიკაშვილი – ”დავით უსუფაშვილმა ბიუჯეტიდან 400.000 ლარი გაფლანგა”

დავით მათიკაშვილი - ”დავით უსუფაშვილმა ბიუჯეტიდან 400.000 ლარი გაფლანგა”– ვენეციის კომისიის პოზიტიური დასკვნის ფონზე ვერ მივიღებთ კრიტიკას პოლიტიკოსისგან, რომელმაც 400 ათას ლარამდე ბიუჯეტის ფული გაფლანგა საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში.

ასე პასუხობს უმრავლესობის დეპუტატი დავით მათიკაშვილი ”შენების” მოძრაობის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილის განცხადებას.
– ვენეციის კომისიის ცალსახად პოზიტიური დასკვნის ფონზე ნამდვილად ვერ მივიღებთ კრიტიკას იმ პოლიტიკოსისგან, რომელმაც 400 ათას ლარამდე ბიუჯეტის ფული გაფლანგა საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში და სამი წლის განმავლობაში ერთი ცვლილებაც კი ვერ შეიტანა კონსტიტუციაში. ჩვენი ქვეყანა ნამდვილად იმსახურებს ღირსეულ მომავალს, დემოკრატიულ განვითარებას და ამას ახალი კონსტიტუცია უზრუნველყოფს, რომელიც მინიმალური ხარჯებით, პოლიტიკოსების, ხალხის, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების, ქართველი და ევროპელი ექსპერტების რამდენიმეთვიანი თავდაუზოგავი შრომის შედეგად შეიქმნა, – აცხადებს დავით მათიკაშვილი.
პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებით, როდესაც ვენეციის კომისია ცალსახად უთითებს არსებულ ტექსტში ცვლილებების აუცილებლობაზე, სწორი გადაწყვეტილება იქნებოდა უმრავლესობას შეეჩერებინა ყველასგან დაწუნებული პროექტის მესამე მოსმენით განხილვა.

ინტერპრესნიუსი