ინტერნეტ-ნაცნობობის მთავარი საფრთხე დასახელდა

ინტერნეტ-ნაცნობობის მთავარი საფრთხე დასახელდაბრიტანული სტომატოლოგიური ასოციაციის ექსპერტებმა განაცხადეს, რომ ის ინტერნეტ-აპლიკაციები, რომლებიც ქსელში ადამიანების გაცნობისთვისაა შექმნილი, მომხმარებლების ჯანმრთელობას და სიცოცხლეს უშუალო საფრთხეს უქმნის, – წერს The Daily Mail-ი.

ონლაინ-გაცნობის აპლიკაციები ხელს უწყობს შემთხვევით სქესობრივ კავშირებს, კერძოდ, დაუცველ, მათ შორის ორალურ სექსს. ეს უკანასკნელი კი ადამიანის პაპილომავირუსების გავრცელების ერთ-ერთი მთავარი მიზეზია. კერძოდ, HPV-16, რომელიც საშვილოსნოს ყელის კიბოსთანაა დაკავშირებული, ენის და ხორხის ქსოვილზე ახალ წარმონაქმნებს აჩენს, – ამტკიცებენ მეცნიერები.

ორგანიზაციის მონაცემებით, საქმე ეხება 400 ათასზე მეტი ბრიტანელი მოზარდის უსაფრთხოებას, რადგან დიდი ბრიტანეთის ვაქცინაციის და იმუნიზაციის გაერთიანებულმა კომიტეტმა ბოლო წლების ინტერნეტ-ტენდენციები არ გაითვალისწინა. მანამდე კომიტეტმა რეკომენდაცია გასცა, არ აეცრათ უფასოდ მამრობითი სქესის მოზარდები ადამიანის პაპილომავირუსის წინააღმდეგ, განსხვავებით 12-13 წლის გოგოებისგან.

ბოლო 30 წლის განმავლობაში, დიდ ბრიტანეთში ხორხის კიბო სულ უფრო გავრცელებული დაავადება ხდება. ყოველწლიურად ამ დიაგნოზს ქვეყნის 5 ათასამდე მოქალაქეს უსვამენ.

იმედინიუსი.გე