ივლისში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხები 228.4 მლნ ლარით გაიზარდა

ივლისში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხები 228.4 მლნ ლარით გაიზარდაივლისში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხები 228.4 მლნ ლარით (2.9 პროცენტით) გაიზარდა და 8.13 მლრდ ლარს გაუტოლდა. ეროვნული ბანკის მონაცემებით, უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა ივლისში 8.9 მლნ აშშ დოლარით (0.2 პროცენტით) შემცირდა და პერიოდის ბოლოს 4.69 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. ამ კატეგორიის კრედიტების 56.8 პროცენტს იურიდიულ პირებზე გაცემული სესხები შეადგენდა, ხოლო 85.5 პროცენტი გრძელვადიან დაკრედიტებას უჭირავს. მთლიანი სესხების 57.1 პროცენტს შეადგენს სესხები უცხოური ვალუტით.
უცხოური ვალუტით დაკრედიტების კლება, ძირითადად მოკლევადიანი დაკრედიტების შემცირებით არის გამოწვეული.
ბიზნესმედია