მაკა რაზმაძე სასწაულად გადარჩა – ჯიპმა საზმაუსთან მანქანებს გადაუარა

მაკა რაზმაძე სასწაულად გადარჩა - ჯიპმა საზმაუსთან მანქანებს გადაუარასაზმაუწყებლის შენობასთან მაღალი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი, რომელიც ტროტუარზე გამვლელ გოგოს ეჯახებოდა, სწრაფი მანევრირების შემდეგ რამდენიმე მანქანას დაეჯახა. მძღოლი მანქანით შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

თვითმხილველების თქმით, მაღალი სიჩქარით მოძრავ ავტომობილს ფეხით მოქალე მისდევდა.

“არ ვიცი რა მოხდა მაგრამ ამ წუთას მე და გიორგი გასვიანი ვართ საცობში საზმაუსთან.უცებ გამოვარდა ჯიპი რომელსაც ფეხით მოსდევდა კაცი.ამ ჯიპმა გადაუარა ტროტუარზე ბუჩქებს და კინაღამ გოგოც გაიტანა.მერე მიასკდა მანქანებს,გადაჭრა ქუჩა დალეწა რამდენიმე მანქანა და გავარდა ვაკისკენ. ჩვენ სასწაულად გადავრჩით.ჩვენს წინ მანქანას დაარტყა”, – დაწერა ფეისბუქზე თვითმხილველმა ჟურნალისტმა მაკა რაზმაძემ.