მარსელომ რეალთან კონტრაქტი გაახანგრძლივა

მარსელომ რეალთან კონტრაქტი გაახანგრძლივამადრიდის რეალის ბრაზილიელმა მცველმა მარსელომ  მადრიდის რეალთან კონტრაქტი გაახანგრძლივა და ის სამეფო კლუბში 2022 წლის ჩათვლით ითამაშებს. ახალი კონტრაქტის მიხედვით მარსელოს ხელფასი მოემატება და ის გუნდში ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი იქნება.

მარსელომ განაცხადა რომ რეალში ძალიან ბედნიერია და ამ გუნდში აპირებს კარიერის დასრულებას. ბრაზილიელი მცველი რეალში 2007 წელს მივიდა და მაშინ ის მხოლოდ 18 წლის იყო. მას შემდეგ მარსელომ რეალის შემადგენლობაში 414 შეხვედრა ჩაატარა და ის გუნდის ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელია.