მეხიკოში ძლიერ მიწისძვრას, სულ მცირე, 42 ადამიანი ემსხვერპლა

მეხიკოში ძლიერ მიწისძვრას, სულ მცირე, 42 ადამიანი ემსხვერპლამექსიკის დედაქალაქ მეხიკოში მიწისძვრის შედეგად, სულ მცირე, 42 ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა, თუმცა მაშველები ვარაუდობენ, რომ მსხვერპლი გაიზრდება.

ქალაქში 20-ზე მეტი შენობა ჩამოინგრა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. 

მექსიკის სეისმოლოგიური სამსახურის ინფორმაციით მიწისძვრის სიმძლავრე 7.1-ბალი იყო. ბიძგები იგრძნობოდა აკაპულკოში, გვადალახარაში, კოლიმასა და ჩიპანსინგოში. 

1928 წელს ამავე დღეს მექსიკაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა, რასაც ათასზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

პირველი არხი