მექსიკაში სკოლის დანგრევას 21 მოსწავლე ემსხვერპლა

მექსიკაში სკოლის დანგრევას 21 მოსწავლე ემსხვერპლამექსიკაში დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 224-მდე გაიზარდა.
როგორც „ტელეგრაფი“ იტყობინება, გარდაცვლილთა შორის 21 სკოლის მოსწავლეა, რომლებიც სკოლის შენობის ჩამონგრევისას ნანგრევებში მოყვნენ.

დაკარგულებს ამ დრომდე ეძებენ მაშველები.

7.1 მაგნიტუდის სიძლიერის მიწისქვეშა ბიძგებს, ქვეყნის ცენტრალურ რეგიონებში ძლიერი ნგრევა მოჰყვა. მიწისძვრის ეპიცენტრი მეხიკოს მახლობლად მდებარე, შტატ პუებლაში იყო.

ნიუპოსტი