მეუფე პეტრე – ”შორენა თეთრუაშვილმა ”კურთხევა“ მისცა მკითხავს, მონაზვნად აღკვეცილიყო”

მეუფე პეტრე - ”შორენა თეთრუაშვილმა ”კურთხევა“ მისცა მკითხავს, მონაზვნად აღკვეცილიყო”ტელეკომპანია “პირველის“ მიერ გავრცელებულ ვიდეომასალაზე, სადაც პატრიარქის ყოფილი დაცვის უფროსი, სოსო ოხანაშვილი შორენა თეთრუაშვილის შესახებ საუბრობს, მეუფე პეტრე აცხადებს, რომ მას სჯერა სოსო ოხანაშვილის და მის მიერ მოთხრობილი ამბის თეთრუაშვილის მიერ საპატრიარქოში მკითხავის მიყვანის შესახებ, რომელმაც დანემსილი თოჯინა იპოვა.

– კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ სასამართლო უსამართლოდ და უსინდისოდ დახურეს. დახურეს, რომ ეს ჩვენებები არ მოესმინათ… წლებია გავიძახი, რომ სანამ ეს ქალი არ ჩამოცილდება საპატრიარქოს, მუდმივად მოხდება ეკლესიის დისკრედიტაცია, – აცხადებს ჭყონდიდის მიტროპოლიტი და იხსენებს ფაქტს, როდესაც პატრიარქის მდივანმა მკითხავს რეკომენდაცია მისცა, მონაზვნად აღკვეცილიყო.

– არ მაქვს საფუძველი, ეჭვი შევიტანო სოსო ოხანაშვილში. ის სიცოცხლეს არასდროს დაიშურებს პატრიარქისთვის. შეუძლებელია, ეჭვი შევიტანო მის განცხადებაში… ვიცი, რომ მან (თეთრუაშვილმა) “კურთხევა“ გასცა და რეკომენდაცია გაუწია მკითხავს, მონაზვნად აღკვეცილიყო. როცა ჩვენ ვნახულობთ მსგავსი ადამიანების პატრიარქთან შეხვედრის ამსახველ ფოტომასალას, სხვა რა არის ეს, თუ არა პატრიარქის და საპატრიარქოს დისკრედიტაცია?, – განაცხადა მიტროპოლიტმა ქრონიკასთან ინტერვიუში.

იმედინიუსი