მეუფე პეტრე – ”შორენა უწმინდესის დათანხმებას ცდილობდა, რომ მას ეშუამდგომლა პრემიერ-მინისტრთან მკვლელობაში ბრალდებული თურქი პატიმრის გათავისუფლებისათვის”

მეუფე პეტრე - ”შორენა უწმინდესის დათანხმებას ცდილობდა, რომ მას ეშუამდგომლა პრემიერ-მინისტრთან მკვლელობაში ბრალდებული თურქი პატიმრის გათავისუფლებისათვის”პატრიარქის მდივან-რეფერანტი ტერორიზმში ბრალდებულ პირებს მფარველობდა და პატრიარქს სთხოვდა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან მათ გათავისუფლებაზე ეშუამდგომლა.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „კურიერი“ ავრცელებს.

ამ საკითხზე ხმაურიან განცხადებას „კურიერთან“ წმინდა სინოდის წევრი, ჭყონდიდის მიტროპოლიტი მეუფე პეტრე ცაავა აკეთებს.

– მე მაცნობეს, რომ პატრიარქის მდივანი ცდილობდა უწმინდესი დაეთანხმებინა, რომ მას ეშუამდგომლა ქვეყნის პრემიერ-მინისტრთან ამ მკვლელობაში ბრალდებული თურქი ეროვნების პატიმრის გათავისუფლებისათვის, – აღნიშნავს მეუფე.

მეუფე პეტრეს კრიტიკის კიდევ ერთი ადრესატი საპატრიარქოს უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეა. გიორგი ანდრიაძე უარყოფდა პატრიარქის სახლში თავშეფარებულების რაიმე კავშირს ტერორიზმთან, მაგრამ პროკურატურის განცხადების შემდეგ ანდრიაძე დუმს. მეუფე პეტრეს განცხადებით, ანდრიაძე ლაზების თემით სპეკულირებს.

– ეს არის მოსახლეობის შეცდომაში შეყვანა და ეს არის მზაკვრობა. ამის დაკავშირება ერთმანეთთან ჩემი აზრით ეს არის მზაკვრობა, – აღნიშნავს ჭყონდიდის მიტროპოლიტი.

საქართველოს პროკურატურა ადასტურებს, რომ ოფიციალურ ანკარას ტერორიზმში ბრალდებული გადასცა, რადგან მის საქმეში პოლიტიკური დევნის კვალი ვერ დაინახა. საექსტრადიციო პატიმრობაში კიდევ ერთი პირი იმყოფება, რომელიც, სავარაუდოდ, მანამდე პატრიარქის თბილისის რეზიდენციას აფარებდა თავს.

ნიუპოსტი