პაპუნაშვილის გოლმა სარაგოსა ესპანეთის თასის შემდეგ ეტაპზე გაიყვანა – ვიდეო

პაპუნაშვილის გოლმა სარაგოსა ესპანეთის თასის შემდეგ ეტაპზე გაიყვანა - ვიდეოგუშინ ქართველმა შემტევმა გიორგი პაპუნაშვილმა ესპანური სარაგოსას შემადგენლობაში სადებიუტო გოლი გაიტანა. როგორც აღმოჩნდა, პაპუნაშვილის გოლი კლუბისთვის გადამწყვეტი აღმოჩნდა.

21 სექტემბერს ესპანეთის თასის შეხვედრაში არაგონელების მეტოქე ლუგო იყო. პაპუნაშვილმა ძირითად შემადგენლობაში ითამაშა და 22-ე წუთზე მეტოქის კარი ეფექტური გოლით აიღო. მან მეტოქის საჯარიმოში მარჯვენა ფლანგზე მიიღო ბურთი, ეფექტურად გასცდა ერთ მეტოქეს და მარცხენა ფეხით შორეულ კუთხეში გაიტანა – 1:0.

მოპოვებული გამარჯვებით სარაგოსა მე-16 ფინალში გავიდა.