ქარიშხალ „ირმას“ ფლორიდაში 9 ადამიანი ემსხვერპლა, ევაკუირებულია 6 მილიონზე მეტი მოქალაქე

ქარიშხალ „ირმას“ ფლორიდაში 9 ადამიანი ემსხვერპლა, ევაკუირებულია 6 მილიონზე მეტი მოქალაქექარიშხალ „ირმას“ ფლორიდაში 9 ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ „როიტერი“ იუწყება.

სტიქიამ ყველაზე მეტად ფლორიდა, კერძოდ, მაიამი დააზარალა. მოსახლეობა ელექტროენერგიისა და სასმელი წყლის გარეშეა დარჩენილი. ამ დროისთვის შტორმი ჯორჯიაში მიემართება.

აშშ-ის ცენტრალური ხელისუფლების ინფორმაციით, მაშველებმა 6 მილიონზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განახორციელეს. ადგილობრივ საგანგებო სამსახურს კიდევ 20 შტატის მაშველთა ჯგუფები ეხმარებიან.