ქარიშხალმა “ირმამ” ფლორიდის შტატს მიაღწია

ქარიშხალმა "ირმამ" ფლორიდის შტატს მიაღწიაქარიშხალი “ირმა” ფლორდის შტატის სამხრეთ ნაწილს, კერძოდ კი ქალაქ კი-უესტს დაატყდა თავს. ABC News-ის ცნობით, სტიქიამ სულ მცირე 3 ადამიანი იმსხვერპლა.

ქარიშხალ “ირმას” ამ დროისთვის მეოთხე კატეგორია აქვს მინიჭებული. ქარის სიჩქარე საათში 209 კილომეტრს აღწევს.

ფლორიდის გარდა სტიქია ჯორჯიას, ალაბამას, ტენესის და მისისიპის შტატებს ემუქრება.

ქარიშხლის გამო, კუბას კუნძულზე წყალდიდობაა. ფლორიდის შტატიდან 5 მილიონზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. ბოლო მონაცემებით, სტიქიას კარიბის აუზის კუნძულებზე 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

თავდაპირველად აშშ-ის საგანგებო სამსახურმა „ირმას“ უმაღლესი მეხუთე კატეგორია მიანიჭა.

სპეციალისტების თქმით, „ირმა“  ქარიშხალ „ჰარვიზე” ძლიერია, რომელიც აშშ-ის 26 აგვისტოს დაატყდა თავს და 70-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

იმედინიუსი