საუკუნის ყველაზე დიდმა ასტეროიდმა ფლორენსმა დედამიწას ჩაუფრინა – 2500 წლამდე შეგვიძლია მშვიდად ვიყოთ

საუკუნის ყველაზე დიდმა ასტეროიდმა ფლორენსმა დედამიწას ჩაუფრინა - 2500 წლამდე შეგვიძლია მშვიდად ვიყოთდედამიწას აქამდე ცნობილებიდან ყველაზე დიდმა ასტეროიდმა ფლორენსმა 1 სექტემბერს უსაფრთხოდ ჩაუფრინა. NASA-ს ცნობით, საშიშროება არ არსებობს და სულ მცირე, 2500 წლამდე არ იქნება.

ობიექტის დიამეტრი 5 კილომეტრს აღწევს. ის დედამიწას 7 მილიონ კილომეტრზე მიუახლოვდა.

18 აგვისტოს, ცნობილი გახდა, რომ ობიექტი (3122) ფლორენსი, დედამიწას ყველაზე ძალიან 2017 წლის 1 სექტემბერს დაუახლოვდებოდა.

2017 წელს, ფლორენსზე დაკვირვება ტელესკოპებიდან აგვისტოს ბოლოსა და სექტემბრის დასაწყისშია შესაძლებელი თევზის, თხის რქის, მერწყულის და დელფინის თანავარსკვლავედებში.

იმედინიუსი