სროლა გერმანიის რესტორანში – დაღუპულია 2 ადამიანი

სროლა გერმანიის რესტორანში - დაღუპულია 2 ადამიანითავდასხმა მოხდა გერმანიაში, ბავარიის ქალაქ ტრაუნროიტში მდებარე რესტორანზე.

ეჭვმიტანილმა, რომელიც პოლიციამ უკვე დააკავა, რესტორანში მყოფ ადამიანებს ცეცხლი გაუხსნა, რის შედეგადაც 2 მამაკაცი დაიღუპა, ხოლო 2 ქალი მძიმედ დაშავდა. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს

პოლიციას მომხდარისათვის ტერაქტის კვალიფიკაცია ჯერჯერობით არ მიუცია. სამართალდამცავების განცხადებით, გამოძიება საწყის სტადიაზეა და დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი.

ნიუპოსტი