სტამბოლის აეროპორტში კერძო თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა

სტამბოლის აეროპორტში კერძო თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადასტამბოლში ათათურქის აეროპორტში კერძო თვითმფრინავი ასაფრენი ბილიკიდან გადავიდა და ხანძარი გაუჩნდა. შედეგად მფრინავი დაიღუპა, 3 ადამიანი კი დაშავდა. ამის შესახებ Express-ი წერს.

შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც თვითმფრინავი ავარიულ დაშვებას ცდილობდა. სააგენტო Reuters-ის ცნობით, აეროპორტი დროებით დაიხურა.