თუ გინდათ, რომ არ გამოთაყვანდეთ, დაქორწინდით!

ქორწინება და ახლო მეგობრები ადამიანს გონებრივი ჩამორჩენილობისგან იცავენ, აცხადებენ ლაფბოროს უნივერსიტეტის მეცნიერები.

მათ მიერ ჩატარებული კვლევა 7 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში 6.677 ადამიანი მონაწილეობდა. კვლევის შედეგები Journals of Gerontology-ში გამოქვეყნდა.

დემენცია არის შეძენილი გონებრივი ჩამორჩენილობა, ჭკუასუსტობა, რომელიც ხასიათდება შემეცნების უნარის დაქვეითებით, ადრე შეძენილი უნარ-ჩვევებისა და ცოდნის დაკარგვით, ახლის შეძენის უნარის არქონით.

ექიმების მონაცემებით, კვლევის დასაწყისში, ექსპერიმენტის მონაწილეებიდან დემენციით დაავადებული არავინ ყოფილა, ხოლო ექსპერიმენტის მიმდინარეობის პროცესში ასეთი დიაგნოზი 220 ადამიანს დაუდგინდა.

მეცნიერები ადარებდნენ დაავადებული და ჯანმრთელი ადამიანების მონაცემებს და ქცევებს.

ექიმებმა დაასკვნეს, რომ სოციალური კავშირები, განსაკუთრებით ქორწინება და ახლო მეგობრული ურთიერთობები, ადამიანის გონებრივ შესაძლებლობაზე დადებითად მოქმედებს.

მათი განცხადებით, მთავარი აღმოჩენა ის არის, რომ მთავარია მეგობრების “ხარისხი” და არა “რაოდენობა”.

“თქვენს ირგვლივ შესაძლოა ადამიანების დიდი რაოდენობა იყოს, მაგრამ მხოლოდ მჭიდრო ხარისხიანი კავშირები ამცირებენ გონებრივი ჩამორჩენილობის რისკებს,” ნათქვამია დასკვნაში.

მათი განცხადებით, ახლო მეგობრები ერთგვარი ბუფერის როლს ასრულებენ, რომლებიც ადამიანის გონებას და ზოგადად ჯანმრთელობას სტრესებისაგან და დამანგრეველი ზემოქმედებებისგან იცავს.

ანალოგიური ითქმის ბედნიერ ქორწინებაზეც, რომელიც დემენიციით დაავადების რისკს ამცირებს.

ზოგადად მეცნიერებმა ჩამოაყალიბეს 9 ფაქტორი, რომელიც დემენიციის რისკს ზრდიან”

  • სმენის დაქვეითება საშუალო ასაკში – ზრდის რისკს 9%-ით
  • საშუალო განათლების არქონა – 8%
  • მოწევა – 5%
  • დეპრესიის დროული მკურნალობის დაგვიანება – 4%
  • არასაკმარისი ფიზიკური აქტივობა – 3%
  • სოციალური იზოლაცია – 2%
  • მაღალი წნევა – 2%
  • გასუქება – 1%
  • მეორე ტიპის დიაბეტი – 1%

ეს ფაქტორები, რომლებიც თავად ადამიანზეა დამოკიდებული, დაავადების რისკზე 35%-ით ზემოქმედებენ. დანარჩენი 65% ადამიანის ქმედებებზე მეტნაკლებად არ არის დამოკიდებული.

ყოველ შემთხვევაში, აცხადებენ მეცნიერები, სულიერი სიმარტოვე დემენიციის რისკს საგრძნობლად ზრდის.

როგორც ცნობილია, გონებასუსტობამ ადამიანის ტვინი მისი სიმპტომების აღმოჩენამდე რამდენიმე ათეული წლით ადრე შეიძლება დააზიანოს, შესაბამისად გამოკვლევები ჯერ კიდევ გრძელდება.

ნიუპოსტი

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018