ყარაყუმის ტორტი

ეს ყარაყუმის ტორტი “დედების სამზარეულოში” მანონი არუნაშვილმა შესთავაზა ჯგუფის წევრებს. რეცეპტს არნახული პოპულარობა მოჰყვა და 70 ათასზე მეტ ადამიანს აქვს გაზიარებული. თქვენც გთავაზობთ.
“ყარაყუმის ტორტი” მანჩოსგან
ეს ისეთი ნამცხვარია, პირში რომ დნება და უცებ ქრება თეფშიდან.
3 კვერცხი და 2 ჭიქა (200გრამიანი) შაქარი დიდხანს თქვიფეთ, შეძლებისდაგვარად დიდხანს, დაუმატეთ ვანილი, 100გრ კარაქი ან მარგარინი “დაჩა”, 3 პაჩკა (25გრამიანი) კაკაო, 500გრ მაწონი, 2ჩ/კ სოდა 2ჩ/კ ძმრით და 3 ჭიქა ფქვილი, ესეც 200გრამიანი ჭიქით. კარგად ათქვიფეთ,

დაასხით თბილ ჟარონაზე, რომელსაც არაფერს არ წაუსმევთ. მე გამოვაცხე 160°-ზე 30 წთ, ბოლოს ჩხირით მაინც გასინჯეთ, ყველა ღუმელს სხვადასხვა დრო ჭირდება.

კრემი: 2 ცალი მოხარშული სგუშონი და 300გრ კარაქი ან დაჩა ათქვიფეთ კარგად, დაუმატეთ 1 სუფრის კოვზი უნალექო ყავა, 1 სუფრის კოვზი კონიაკი და ვანილი. ეს მასა მოასხით გაციებულ ბისკვიტს და ზემოდან დაახეხეთ შავი შოკოლადი.
შენიშვნა: გამოიყენეთ კარაქი ან “დაჩა”, რომელიც ძალიან მსუბუქია და ბისკვიტსაც და კრემსაც ამსუბუქებს
ცომი ჩაასხით განიერ ფორმაში, იმიტომ, რომ მაღალი ბისკვიტი არ უხდება ამ ნამცხვარს, ამიტომ განიერ ფორმაში ძაან არ აფუვდება. მე ვითხოვე წითელ პეჩკებს რომ მრგვალი ჟარონები აქვს და იმაში გამოვაცხე
ბისკვიტი დატოვეთ ფორმაში და ისე დაასხით კრემი
უმჯობესია დატოვოთ მთელი ღამით, კრემი კარგად გაუჯდება, ჩაარბილებს და სასიამოვმო საჭმელი იქნება
და ბოლოს – კრემი მოგეჩვენებათ ძალიან ბევრი, მაგრამ ბოლომდე დაასხით, არ დაიტოვოთ, ბისკვიტი შეიწოვს მთლიანად და ზედაპირზე დარჩება საკმარისი.

მშობლები.გე

გააზიარე

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018