ბაია პატარაია – “ქართველი ფაშისტი კაცები მე და ჩემ დაქალებს კი არა, ძალაუფლების მქონე ჰეტერო კაცებს დაერივნენ”

ბაია პატარაია - "ქართველი ფაშისტი კაცები მე და ჩემ დაქალებს კი არა, ძალაუფლების მქონე ჰეტერო კაცებს დაერივნენ"გურამ კაშიას ირგვლივ მიმდინარე ამბებს ბაია პატარაიამ ფეისბუქში ასეთი პოსტი მიუღვნა:

“კაშიას ამბავზე ვიტყვი:
ლგბტ ადამიანების უფლებებს თემის წევრების გარდა ცოტა ადამიანი და ჯგუფი თუ იცავს საქართველოში ღიად; ძირითადად ქალები და ძირითადად ფემინისტები, განცხადებებით იქნება ესა თუ 17 მაისს ფიზიკურად აქციაზე ყოფნით. დღემდე მეუბნებიან ხოლმე ტრენინგებსა და შეხვედრებზე – “რატო იცავთ ელგებეტეებს? მათ არავინ ესხმით თავს.” ამ კითხვას მოწყენილი, ცოტა გაბეზრებული სახით რაც შეიძლება მოკლედ ვპასუხობ ხოლმე, “გაიხსენეთ 17.05.2013”. მაგრამ ეს ძველი ამბავია.

კაშიას შემთხვევამ ახლებურად დაგვანახა ჰომოფობიაც და ფაშისტური ჯგუფებიც. გამოჩნდა, რომ არა მარტო ლგბტ თემს ან ფემინისტებს ესხმიან თავს რადიკალური ჯგუფები, არამედ ძალაუფლების მქონე, ცნობილ, ჰეტერო კაცსაც შეუტიეს ლგბტ სამკლაურის გაკეთების გამო; რომლის გაკეთება თვითონაც კი არ აურჩევია თურმე (როგორც კაშიამ განაცხადა რ2-თან ინტერვიუში).

კაშიას ბევრი მხარდამჭერი და მაქებარიც გამოუჩნდა, მისმა საძმომ ისიც კი შეძლო, რომ დარტყმა საკუთარ თავზე გადაენაწილებინა და ამ გასაჭირში მარტო არ დაეტოვებინათ მეგობარი. სულ ნარჩევ-ნარჩევი კაცები დაუდგნენ გვერდში: მერები, დეპუტატები, დირექტორები. (პრეზიდენტს შეგნებულად არ ვახსენებ აქ).

ეს საგა ჯერ არ დამთავრებულა. მე ცოტა არ იყოს პოპკორნმომარჯვებული ვუყურებ სეირს: როგორც იქნა ქართველი ფაშისტი კაცები მე და ჩემ დაქალებს კი არა, ძალაუფლების მქონე ჰეტერო კაცებს დაერივნენ ლგბტ ადამიანების სიძულვილის და სხვა პოლიტიკური მიზნების გამო. პირველად ვხედავთ ამ კონტექსტში ჰეტერო კაცები როგორ დაერივნენ ჰეტერო კაცებს. (აქ ნუ შემახსენებთ, რომ ფაშისტებში ბევრი გეი და ბია, ვიცი). მოკლედ, წავიდა კაცებს შორის ბრძოლა. საგულისხმოა ის ფაქტი, რომ ეს ბრძოლა მთლად ადამიანის უფლებებისთვის ბრძოლასაც არ გავს, რადგან ძალაუფლების მქონე კაცები მაინც ერიდებიან ლგბტ თემის უფლებების ღიად დაცვას და რაღაცნაირად თავის მართლების რეჟიმში (“მას არ აურჩევია”) და განზოგადების რეჟიმში (“ყველანაირ ძალადობას ვგმობთ”) მიმდინარეობს ეს დაპირისპირება. მაგრამ ესეც დიდი სიახლეა საქართველოში. ადრე ეგეთ კაცებს რამეს თუ შეეკითხებოდი გეებზე, გეტყოდნენ, ქართველი და ქრისტიანი ვარო – თითქოს ქართველობა და ქრისტიანობა ეწინააღმდეგებოდეს ადამიანის უფლებების, მათ შორის ლგბტ ადამიანების უფლებების, დაცვას.

ზოგს გულიც დაწყდა ქართველი კაცების ამ მობოდიშების ტონალობის გამო, მაგრამ ნუ დაგწყდებათ გული, მეგობრებო. ჯერ ერთი გვახსოვდეს, რომ ეს ძალაუფლების მქონე ჰეტერონორმატიული ელიტაა(!) და არა უფლებდამცველები (რომლებიც ღირებულებების გამო შეაკლავენ თავს ბრძოლას). და მეორეც, პირველიდან ეგრევე მერვე კლასში ვერაფრით გადავალთ, ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა განვვითარდეთ. (რამდენჯერაც გადახტომა ვცადეთ, იმდენჯერ კისერი მოვიტეხეთ). თანაც, რასაც ნაბიჯ-ნაბიჯ მოიპოვებ და გაამყარებ, ბევრად უფრო მდგრადი იქნება, ვიდრე სკუპ-სკუპით მიღწეული.

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ლგბტ ადამიანების უფლებების დაცვაში, ჰეტერო კაცებო! წარმატებას გისურვებთ გულწრფელად. დაიცავით თქვენი ძმა, რადგან ნებსით თუ უნებლიედ, ის სიმართლის მხარესაა და ვინ იცის, მოვა დრო, როცა თქვენ ძმას კი არა – ყველა ლგბტ ადამიანს დაიცავთ რწმენით და შემართებით.
სოლიდარობა კაპიტანს!

პ.ს. ძალიან გთხოვთ, ორი კინკილა ჰეტერო კაცი ნუ შემომივარდებით კედელზე ტექსტით, “ჩვენც ხომ დავდივართ აქციებზე”, თუნდაც იმიტომ რომ ორი კინკილა ხართ და თვითორგანიზება და მობილიზაცია ვერ მოგიხერხებიათ აქამდე. იმუშავეთ მეტი, იქეცით ჯგუფებად (ისწავლეთ მობილიზაცია თუნდაც ფაშისტებისგან ბაია პატარაია - "ქართველი ფაშისტი კაცები მე და ჩემ დაქალებს კი არა, ძალაუფლების მქონე ჰეტერო კაცებს დაერივნენ" ) და მერე ვისაუბრებ თქვენზეც ბაია პატარაია - "ქართველი ფაშისტი კაცები მე და ჩემ დაქალებს კი არა, ძალაუფლების მქონე ჰეტერო კაცებს დაერივნენ"