ბიორკი თბილისში 2 კონცერტს გამართავს – ბილეთები 50-750 ლარი ეღირება

ბიორკი თბილისში 2 კონცერტს გამართავს - ბილეთები 50-750 ლარი ეღირებაისლანდიელი მუსიკოსი​ ბიორკი თბილისში ორ კონცერტს გამართავს, ბილეთების ფასი 50-დან 750 ლარამდე იქნება – ამის შესახებ SOU festival-ის წარმომადგენლები სოციალურ ქსელში ავრცელებენ ინფორმაციას. 

ბიორკის სოლო კონცერტები თბილისის საკონცერტო დარბაზსა და თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში გაიმართება.

თბილისის საკონცერტო დარბაზში კონცერტი 31 ოქტომბერს, 21:00-ზე დაიწყება. ბილეთების შეძენა ორშაბათს დილის 10:00-დან იქნება შესაძლებელი, საკონცერტო დარბაზის სალაროებსა და www.tkt.ge-ზე.

ფასი: 50 ლარიდან – 570 ლარამდე

თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში კონცერტი 3 ნოემბერს, 21:00-ზე დაიწყება. ბილეთების შეძენა ორშაბათს დილის 10:00-დან იქნება შესაძლებელი, ოპერის სალაროებსა და www.tkt.ge-ზე. 

ფასი: 80 ლარიდან -750 ლარამდე.

პირველი არხი