გიორგი მარგველაშვილი – ჩემი მხარდაჭერა გურამ კაშიას!

გიორგი მარგველაშვილი - ჩემი მხარდაჭერა გურამ კაშიას!საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ფეხბურთელ გურამ კაშიას სოლიდარობას უცხადებს. ამის შესახებ მან Facebook-ზე დაწერა. პრეზიდენტის თქმით, მიუღებელია გურამ კაშიას წინააღმდეგ აგორებული კამპანია.
“ყველა ადამიანს აქვს გამოხატვის თავისუფლება, ჩვენ პატივი უნდა ვცეთ ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს. ვგმობ ძალადობის გამოვლინებას ნებისმიერი ფორმით. მივესალმები სპორტული საზოგადოების ერთსულოვან მხარდაჭერას გურამ კაშიას მიმართ, ზიზღი და ძალადობა ჩვენი საზოგადოებისთვის უცხოა. ჩემი მხარდაჭერა საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ვიცეკაპიტანს და არნემის „ვიტესის“ კაპიტნს გურამ კაშიას”, – წერს პრეზიდენტი.
გურამ კაშიამ  LGBT პირთა მხარდამჭერი სამკლაურით 16 ოქტომბერს იასპარეზა, რის გამოც მისი გულშემატკივრების კრიტიკა დაიმსახურა. მოგვიანებით, ფეხბურთელმა მათ კრიტიკას უპასუხა: ყოველთვის მხარს ვუჭერ ადამიანების თავისუფლებას და წინააღმდეგი ვარ ძალადობის. ძნელი ასახსნელია, მაგრამ ჩვენს ქვეყანაში ზოგი ადამიანი ამას ვერ იგებს”, – დაწერა კაშიამ Facebook-ზე.

გურამ კაშიას მხარდაჭერა გამოუცხადა კახა კალაძემ, ლევან კობიაშვილმა და სხვაფეხბურთელებმა. კაშიას მხარდაჭერა გამოუცხადეს სპორტულმა ჟურნალისტებმაც.

იმედინიუსი