გუკა რჩეულიშვილი: ყველა დაზარალებულთან ახალი ხელშეკრულება დაიდება

გუკა რჩეულიშვილი: ყველა დაზარალებულთან ახალი ხელშეკრულება დაიდებაკომპანია M2 “ცენტრ-პოინტის“ ყიდვის ფაქტს უარყოფს. კომპანიაში აცხადებენ, რომ ისინი განიხილავენ „ცენტრ-პოინტის“ დაზარალებულების დაკმაყოფილების სქემაში ჩართვას.
ცენტრ-პოინტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გუკა რჩეულიშვილი „საქმის კურსთან“ საუბრისას ამბობს, რომ კომპანია ასხვისებს აქტივებს და მასთან ერთად ვალდებულებებს. კონკრეტული დეტალები კი უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი.
– ჩვენ პირადად m2-თან მოლაპარაკებებს არ ვაწარმოებთ. თავად როგორც თქვეს, m2 ამ პროექტში ერთვება სპეციფიური კუთხით, ანუ დაზარალებულების პრობლემის მოგვარებაში. ჩვენ უბრალოდ ვასხვისებთ ჩვენს აქტივებს და მათთან ერთად ვალდებულებებს. გარიგების დეტალები ცოტა ხანში იქნება ცნობილი. ზუსტად m2 რა სახით იქნება მონაწილე და კიდევ რომელი კომპანიები იქნებიან მონაწილეები, ამას ძალიან მალე გაიგებთ. m2-თან კონკრეტულად „ცენტრ პოინტს“ არ აქვს მოლაპრაკებები. საშუამავლო კომპანიასთან გვაქვს ჩვენ კონტაქტი. ეს საშუამავლო კომპანია ელაპარაკება m2-ს რეალურად.
პრობლემის მოგვარების გზა გავაცანით მოსახლეობას. ამ პრობლემის მოგვარებაში მზადყოფნას გამოთქვამს m2, რომ ჩაერთოს, ანუ საკმაოდ კომპლექსური გარიგებაა.
ის კომპანია, რომელიც გადაიბარებს ჩვენს აქტივებს, გადაიბარებს ასევე ჩვენს ვალდებულებებს და იმ ვალდებულებების შესრულება ევალება სამ წელიწადში, რის გარანტიებსაც ეს კომპანია დებს.
ახლა მიმდინარეობს დაზარალებულებთან მოლაპარაკებები, რომ ეს სქემა გავაცნოთ, ვანახოთ, რა ვადებში რა დამთავრდება. ყველასთან უნდა დაიდოს ახალი ხელშეკრულება და ამას ალბათ, ერთი თვე დასჭირდება, – ამბობს გუკა რჩეულიშვილი.