დონალდ ტრამპი: „ირანი ცუდი მოთამაშეა, რომელსაც შესაბამისად უნდა მოექცე“

დონალდ ტრამპი: „ირანი ცუდი მოთამაშეა, რომელსაც შესაბამისად უნდა მოექცე“აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანი ჩრდილოეთ კორეის დაფინანსებაში დაადანაშაულა.

– დარწმუნებული ვარ, რომ ირანი ჩრდილოეთ კორეას აფინანსებს. დარწმუნებული ვარ, რომ ისინი ვაჭრობას აწარმოებენ ჩრდილოეთ კორეასთან, რაც აბსოლუტურად დაუშვებელია, – განაცხადა დონალდ ტრამპმა ტელეარხ TBN-სთვის მიცემულ ინტერვიუში.

აშშ-ს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ თეირანის ქმედებები ძირს უთხრის ირანთან მიღწეულ შეთანხმებას და ახლო მომავალში განცხადებას გააკეთებს აშშ-ს მიერ აღნიშნული შეთანხმების ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით. მისივე თქმით, „ირანი ცუდი მოთამაშეა, რომელსაც შესაბამისად უნდა მოექცე“.