ერევნის საავადმყოფოში შეიარაღებულმა მამაკაცმა ცეცხლი გახსნა

ერევნის საავადმყოფოში შეიარაღებულმა მამაკაცმა ცეცხლი გახსნაერევანში, სამედიცინო ცენტრ „არმენიაში“, შეიარაღებულმა მამაკაცმა ცეცხლი გახსნა. სომხური მედიის ცნობით, მესამე სართულზე , მამაკაცმა ჩანთიდან იარაღი ამოიღო და უმისამართო სროლა დაიწყო.
მამაკაცი საავადმყოფოს დაცვის სამსახურმა დააკავა.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ინციდენტის შესახებ დამატებითი ცნობები და დამნაშავის მოტივი უცნობია.

ნიუპოსტი