ზაალ უდუმაშვილი – ”პოლიციამ დაგვშალა, მაგრამ უფრო მეტნი დავბრუნდებით”

ზაალ უდუმაშვილი - ”პოლიციამ დაგვშალა, მაგრამ უფრო მეტნი დავბრუნდებით”– აქცია დასრულებული არ არის, აქცია ძალის გამოყენებით არის დაშლილი.

ამის შესახებ ”ნაციონალური მოძრაობის” თბილისის მერობის კანდიდატმა ზაალ უდუმაშვილმა თბილისის მერიასთან განაცხადა.
უდუმაშვილის განცხადებით, ისინი კიდევ შეიკრიბებიან და „თან უფრო მეტნი“.
– ხედავთ, რა ძალებით ცდილობენ, რომ როგორმე დაგვატოვებინონ ტერიტორია. თუ ვინმეს ჰგონია, რომ დღეს ამით დამთავრდება ყველაფერი, ძალიან ცდება. თბილისზე ვერ იძალადებენ და ამას დავამტკიცებთ. 21-ში ამათ მიუჩენენ თავის ადგილს. პოლიცია ასრულებს უკანონო ბრძანებას. აქცია დამთავრებული არ არის, აქცია ძალის გამოყენებით არის დაშლილი, მაგრამ ჩვენ ისევ შევიკრიბებით. არ მივცემთ საშუალებას, რომ მერიამ ეს გადაწყვეტილება აღასრულოს. ბოლომდე ვიბძროლებთ და თბილისი დაიბრუნებს თავის ტერიტორიას, – განაცხადა უდუმაშვილმა.

ინტერპრესნიუსი