თორნიკე ოქრიაშვილი: “ამ სამკლაურს არ გავიკეთებდი, მაგრამ გურამ კაშიას გვერდით ვარ””

თორნიკე ოქრიაშვილი: "ამ სამკლაურს არ გავიკეთებდი, მაგრამ გურამ კაშიას გვერდით ვარ""– მხოლოდ ჩემი მისაღები თუ იქნებოდა გადაწყვეტილება, ამ სამკლაურს არ გავიკეთებდი. რთულია, როცა გუნდის კაპიტანი ხარ და სხვა გადაწყვეტილების მიღების უფლება არ გაქვს. ამ დროს კლუბის ინტერესებსაც ითვალისწინებ და ბევრ სხვა გარემოებას.

ამიტომ, მიჭირს კაშიას გადაწყვეტილების შეფასება, მაგრამ პატივს ვცემ მას. მე საკმაოდ ბევრი მიზეზი მაქვს იმისთვის, რომ არ გამეკეთებინა ეს სამკლაური.

რაც შეეხება საზოგადოების ნაწილის გამოხმაურებას. არ დავიჯერე, როცა წავიკითხე, მის წინააღმდეგ ხელმოწერებს აგროვებდნენ, ნაკრების დანარჩენ წევრებთან და ნამდვილი გულშემატკივართან ერთად კაშოს გვერდით ვარ, განსხვავებით იმ ხალხისგან, ვინც მისი ნაკრებიდან გაშვებას ითხოვს. მისნაირი სამაგალითო პიროვნებას და პროფესიონალს მე პირადად არ ვიცნობ, – თქვა თორნიკე ოქრიაშვილმა.