ია ფარულავა ლიკა ქავჟარაძეზე – ლიკა ებრძოდა თავის ძალიან ძლიერ დემონებს

ია ფარულავა ლიკა ქავჟარაძეზე - ლიკა ებრძოდა თავის ძალიან ძლიერ დემონებსმსახიობი ია ფარულავა ლიკა ქავჟარაძის გარდაცვალებას “იბერიას” ეთერში გამოეხმაურა.
მისი თქმით, ის ქავჟარაძის ფანი .
ია ფარულავას თქმითვე, ლიკა ქავჟარაძის გარდაცვალების შესახებ ლევან უჩანეიშვილს თავად შეატყობინა, რომელმაც ემოციური წერილი მიუძღვნა ლიკას ხსოვნას.
“სიტყვები არ მყოფნის. მე ვიყავი ლიკას ფანატი ბავშვობიდან, მე ვაგროვებდი მის ფოტოებს, ჩემი ოცნება იყო ლიკა ოდესმე გამეცნო და მოგვიანებით ეს ოცნება ავიხდინე. ლიკა ჩემთვის იყო ღვთაება. მე არ მეგულება ქალი, რომელიც ოდესმე დაბადებულა ან დაიბადება საქართველოში, რომელსაც მსგავსი სალამაზე ჰქონდა, ღმერთისგან ბოძებული.
რა თქმა უნდა ჩვენ ლიკას გავუფრთხილდით, ჩვენ ყველანი, მაგრამ ლიკას ჰქონდა თავისი პრობლემები, რომელსაც არ მალავდა და ვიცოდით ამის შესახებ. ეს ერთგვარი სტიგმაა და არ ვსაუბრობდით ამის შესახებ, მაგრამ ის ვაჟკაცურად ებრძოდა , მარტო ებრძოდა ამ ყველაფერს, მეგობრობის გარემოცვაშიც, მაგრამ ვაჟკაცურად გაქაჩა ამ გოგომ ამდენი წელი, ასეთ დაავადებასთან ბრძოლაში. თავისი თავი გამოხატა იგივე ხატვაში თუ ა.შ.

მან საოცარი, ეპოქალური როლი შექმნა მარიტას სახით. მან ამით თავისი სიტყვა უკვე თქვა.

რაც შეეხება მასზე ზრუნვას, ზოგადად უჭირს ქართულ კინოს. ლიკას სურდა ფილმებში მონაწილეობა, მაგრამ ვფიქრობ ეს არ იყო მთავარი, ლიკა ებრძოდა თავის ძალიან ძლიერ დემონებს და სამწუხაროა, რომ ასე დასრულდა ეს ყველაფერი.

გუშინ ველაპარაკე ლევან უჩანეიშვილს. მე ვიყავი მაცნე ამ საშინელი ამბისა. ლევანი ნამდვილი ჭირისუფალია, ის ამ დრომდე ვერ მშვიდდება , ძალიან განიცდის ამ ყველაფერს, მოთქვამს და ძალიან ცუდ მდგომარეობაშია.

ჩვენ ყველას გვაქვს განცდა, რომ რაღაც დავაკელით და არ გავუფრთხილდით იმ ღვთაებრივს, რაც საქართველოს ღმერთმა გვაჩუქა” – განაცხადა ია ფარულავამ.

ნიუპოსტი