„კალაძის მიერ ჩამოყვანილი შოუ-გუნდი პუტინის დაბადების დღის აღსანიშნავად გროზნოში ითამაშებს“

„კალაძის მიერ ჩამოყვანილი შოუ-გუნდი პუტინის დაბადების დღის აღსანიშნავად გროზნოში ითამაშებს“ჩეჩნეთის რესპუბლიკის დედაქალაქში 7 ოქტომბერს „ლიდერის“ გუნდსა და იტალიის ნაკრების ვეტერანებს შორის საფეხბურთო მატჩი გაიმართება. აღნიშნული ღონისძიება ვლადიმერ პუტინის დაბადების დღეს მიეძღვნება. თამაშში, რომელიც „აჰმატ არენაზე“ გაიმართება მონაწილეობას რუსული და იტალიური ფეხბურთის ვარსკვლავები მიიღებენ.

აღნიშნულს სოციალურ ქსელში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე ეხმაურება:

„კალაძის მიერ ჩამოყვანილი საფეხბურთო შოუ-გუნდი მორიგ გასტროლებს ჩეჩნეთში გამართავს. 7 ოქტომბერს, პუტინის დაბადების დღის აღსანიშნავად ითამაშებს გროზნოში. მატჩს ჰქვია ”კადიროვის გუნდი იტალიის ნაკრების ლეგენდების წინააღმდეგ”.

ამაში რომ დიდი ფულია გადახდილი არავის შეეპარება ეჭვი. თბილისში რომ მათ ჩამოსაყვანად დიდი ფული იყო გადახდილი, ამაშიც ნუ შეგეპარებათ ეჭვი.

კარგი საარჩევნო საჩუქარი გაუკეთეს კალაძეს

ბორჯომის ტყეო!

ისე ანაღვლებს რივალდოს ბორჯომის ტყე, როგორც მე მანაღვლებს ბრაზილიის ჯუნგლებში ასწლოვან მუხაზე დაცემული მეხი“, – წერს რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში.

ნიუპოსტი