კარლო ანჩელოტის ჩინეთში იწვევენ

კარლო ანჩელოტის ჩინეთში იწვევენიტალიელ სპეციალისტს კარლო ანჩელოტის რამდენიმე ჩინური გუნდი იწვევს და შესაძლოა სულ მალე ის ჩინეთში ვიხილოთ. ანჩელოტი ბაიერნიდან ერთი თვის წინ გაანთავისუფლეს და ამჟამად ის უგუნდოდ არის, თუმცა მას საკმაოდ ბევრი კლუბი იწვევს თავისთან სამუშაოდ.

გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ რომ ანჩელოტი სამშობლოში უნდა დაბრუნებულიყო, მაგრამ ეს ინფორმაცია არ დადასტურდა. თვითონ ანჩელოტის ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია.