კობა სუბელიანი ემიგრაციაში წავიდა

კობა სუბელიანი ემიგრაციაში წავიდაკობა სუბელიანი 5 ოქტომბრის შემდეგ ნიუ-იორკში იმყოფება. სუბელიანის საქართველოდან წასვლას ბევრი ეხმაურება, მათ შორისაა ნიკა ქავთარაძე, რომელიც ერთ ისტორიას იხსენებს:
– 2006 წლის იანვრის ბოლოა. სიონთან “კაიზერი” რომ იყო იქიდან გამოვედით მე და ჩემი მეგობარი.
ღამეა. ვერც კი წარმოვიდგინე, მაგრამ იქ ჩასვლის შემდეგ ისეთი ყინვა ყოფილა, რომ გზები გაიყინა.
სანაპიროზე, დაახლოებით სასწრაფოებთან, მანქანა მოგვიცურდა. რამდენიმე წრე გავაკეთეთ და ძააალიან დიდ ხეს შევასკდით. პირველი შოკი გადავიტანეთ. მივხვდით,რომ ცოცხლები და უვნევლები ვართ.
მანქანიდან გადმოვედით. კაციშვილის ჭაჭანება არაა.
უცებ ვხედავ თეთრი “ნივა” მოდის. გააჩერა და გადმოვიდა კობა სუბელიანი შავი ტყავის ქურთუკით.
მანამდე არც ვიცნობდი, პირველად ვნახე. მანქანა სავსე ჰქონდა ნიჩბებით. ასე დადიოდა და თუ ვინმეს ჩემსავით დაემართა რამე მოულოდნელი ყინვისგან, ეხმარებოდა. მოგვესალმა, გამეცნო. დაგვარეკინა ევაკუატორთან. მაქანა წაგვაყვანინა. გზაში უწყვეტად რეკავდა ქალაქის გზებზე მომუშავე ჯგუფებთან – ეკითხებოდა დაყარეს თუ არა მარილი. შემდეგ დაგვემშვიდობა და წავიდა ქალაქში სხვა ადამიანების დასახმარებლად. პარტიულ კლანური მმართველობის დედა რო ვატირე, თორემ კობასნაირი ადამიანები ყოველთვის საჭიროა ამ ქვეყანაში. შესაბამისად, თავის გადასარჩენად არ მოუწევდა სამშობლოდან გადახვეწა.

P.S. ერთხელ პარიზში მოგვიწია ერთად წასვლა (მაშინ თბილისის კეთილმოწყობას და დასუფთავებას კურირებდა), ნაკრებს თამაში ჰქონდა. აეროპორტიდან ავტობუსით მივდიოდით ცენტრში. კობა ფანჯარაში იყურება და დიდხნიანი პაუზის შემდეგ ამბობს – რა ჭუჭყიანი და დასალაგებელი ქალაქი ყოფილა ეს პარიზიო.
P.P.S. კობა, წარმატებები, კარგო და კეთილო ადამიანო!, – წერს ნიკა ქავთარაძე სოციალურ ქსელში.