მაკა რაზმაძე – ”ციცი კობიაშვილი პროკურატურაში დაიბარეს და რა ხდება?!”

მაკა რაზმაძე - ”ციცი კობიაშვილი პროკურატურაში დაიბარეს და რა ხდება?!”დაღუპული გიორგი გაბუნიას დედა მაკა რაზმაძის გადაცემაში სტუმრობის შემდეგ პროკურატურაში დაიბარეს – ამის შესახებ ჟურნალისტი ფეისბუქის გვერდზე წერს და მიზეზებით ინტერესდება.

,,ახლა გავიგე რომ ჩემი გადაცემის შემდეგ ამ გადაცემის ერთ-ერთი გმირი – დაღუპული გიორგი გაბუნიას დედა ციცი კობიაშვილი პროკურატურაში დაიბარეს და სავარაუდოდ საქმეა აღძრული მის წინააღმდეგ დანაშაულის დაფარვის მუხლით. რა ხდება? ეს გადაცემა იყო შაბათს.იმედია პროკურატურა გააკეთებს განმარტებებს ამ საქმესთან დაკავშირებით და შვილმკვდარ დედას არ ატკენენ გულს კიდევ ერთხელ. ველოდები განმარტებებს და შემდეგ მეცოდინება როგორ უნდა მოვიქცე“ – წერს მაკა რაზმაძე

2003 წელს მოკლული გიორგი გაბუნიას დედამ გადაცემა პრიორიტეტში მისი შვილის და შვილის მეგობრის მკვლელობის დეტალებზე ისაუბრა. ციცინო კობიაშვილის თქმით ბექა პაპუაშვილმა მოუყვა, როგორ აპირებდა მის მოკვლას ზურაბ ვაზაგაშვილი. როგორც გიორგი გაბუნიას დედა იძახის ბექა პაპუაშვილის მკვლელობის შემდეგ ისინი იძულებულები იყვნენ შვილი გადაემალათ:

“როგორ დაჭრა ზურა ვაზაგაშვილი, ამის შესახებ ბექას ჩემთან არ უსაუბრია. 23 ნოემბერს მოხდა ეს ინცინდენტი და მეორე დღეს დაურეკა ჩემ შვილს ბექამ, შენი გაცილება მჭირდებაო. როდესაც ჩემი შვილი გავიდა, ცოტა ხანში გავიგე სროლა, გადავიხედე და ვიცანი როგორ გარბოდა ბექა პაპუაშვილის კურსელი. ამ დროს მოკლეს ბექა პაპუაშვილი. მისი მკვლელობიდან ჩემი შვილი გადამალული გვყავდა. იძლებულები ვიყავით, რომ ბინაც გაგვეყიდა, რადგან სადარბაზოდან დახვდნენ რამდენჯერმე.”- განაცხადა ციცინო გაბუნიამ.

ბექა პაპუაშვილის და გიორგი გაბუნიას მკვლელობაში მათი ოჯახები ზურაბ ვაზაგაშვილს ადანაშაულებდნენ. ამასთან დაკავშირებით ნიუპოსტმა 2015 წელს ვრცელი მასალა მოამზადა.